რომან კაკულია - ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებათა შორის, ნაკლებად მტკივნეული იყო

ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებათა შორის, ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება იყო , - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

”ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა ის ნაბიჯი არ იყო, რომელიც შეიძლებოდა ყოველგვარი მტკივნეული შედეგის გარეშე განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ზოგადად, ფასების ზრდაზე მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს. ყველა შესაძლო გადაწყვეტილებათა შორის, ეს იყო ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება”, - ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.