ვემხრობი, რომ ლარიზაციის მიმართულებით სახელმწიფომ ღონისძიებები გაატაროს, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ქისტაურმა სესხების გალარებასა და ზოგადად, ლარიზაციის პროგრამის შეფასებისას განაცხადა. როგორც ლევან ქისტაურმა აღნიშნა, გალარება არის სწორი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციის გზაზე.
„მაღალი დოლარიზაცია პრობლემებს ორი მიმართულებით ქმნის. ჯერ ერთი, მაღალი დოლარიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს, მათ შორის, ეროვნული ბანკის ზემოქმედება ეკონომიკაზე შეზღუდულია. მაღალი დოლარიზაციის შემთხვევაში, მისი ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია. ასეთ დროს, ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის გაცილებით მაღალი რისკებია გარე შოკების ზემოქმედების შემთხვევაში. ეკონომიკა არის დაუცველი. ამდენად, ვემხრობი, რომ ლარიზაციის მიმართულებით სახელმწიფომ ღონისძიებები გაატაროს“, - განაცხადა ლევან ქისტაურმა.
გალარების პროგრამა დაიწყება 17 იანვრიდან. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.