ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მფლობელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა სოფიო გუჯაბიძემ განაცხადა, ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აჭარის მთავრობას ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონში გამარჯვებულს წარუდგენს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ხვალ დილით მოგვაწვდის ინფორმაციას აუქციონში გამარჯვებულთან დაკავშირებით და გასაჯაროვდება", - განმარტა სოფიო გუჯაბიძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად შპს ,,რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი 16 დეკემბერს გაიტანა.