ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიშის) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
”ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მხოლოდ კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.