აშშ-ის 44ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას მმართველობის პერიოდში აშშ-ში 11.3 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
"სიენენის" ინფორმაციით, ზედიზედ 75 თვის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას აშშ-ში 15.9 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ბილ კლინტონის დროს 22.9 მილიონი.
რეიტინგის აუტსაიდერია ჯორჯ ბუში, რომლის პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში ქვეყანაში მხოპლოდ 2.1 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ობამასა და ტრამპის მემკვიდრეობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან", - აღნიშნა მარკ ჰემრიკმა, ეკონომიკის ანალიტიკოსმა.
ბარაქ ობამა ქვეყანას სათავეში 2009 წლის იანვარს ჩაუდგა ოფიციალურად, როცა აშშ-ში ფინანსური კრიზისი იყო და თვეში დაახლოებით 800.000 სამუშაო ადგილი უქმდებოდა.
2010 წლიდან დაიწყო სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი, ხოლო 2014-2015 წლებში პიკს მიაღწია. უმუშევრობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს, რაც ნორმალური მაჩვენებელია ჯანსაღი ეკონომიკისთვის.