კვლევა -  Nutella-ს ერთ-ერთი კომპონენტი შესაძლოა კიბოს გამომწვევი იყოს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შოკოლადის პასტა Nutella-ს ერთ-ერთი კომპონენტი შესაძლოა კიბოს გამომწვევი იყოს. ასეთი დასკვნა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპულმა ორგანომ გააკეთა.

აღნიშნული პროდუქტი საფრთხეს შეიცავს პალმის ზეთის გამო, რომელიც კლასიკურ სტრუქტურას აძლევს შოკოლადის პასტას. თავდაპირველად ამ კომპონენტს ცუდი სუნი აქვს და არაბუნებრივი ფერი, თუმცა 200 გრადუსამდე გაცხელებისას მისი თვისებები იცვლება. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ტემპერატურის პირობებში პალმის ზეთი გამოყოფს გლიციდილის მჟავას ეთერს, რაც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ "ნუტელას" მწარმოებელი ცნობილი კომპანია "ფერერო" კვლევის შედეგებს გაეცნო, მწარმოებელი არ აპირებს უარის თქმას პალმის ზეთის გამოყენებაზე. გარდა ამისა, რიგ ქვეყნებში სარეკლამო კამპანიებიც გაუშვეს, სადაც ნათქვამია, რომ ეს პროდუქტი უსაფრთხოა.