კომპანია HMD Global-მა, რომელსაც სავაჭრო ნიშან Nokia-ს გამოყენების უფლება ეკუთვნის, საოპერაციო სისტემა Android 7.0-ზე მომუშავე პირველი მოწყობილობა წარადგინა.
ტელეფონს აქვს 5,5-ინჩიანი, კუთხეებში მოხრილი ეკრანი Full HD გაფართოებით. Nokia 6-ს აქვს რვაბირთვიანი 64-ბიტ პროცესორი Qualcomm Snapdragon 430 და 4-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ასევე სმარტფონი განკუთვნილია 2 SIM-ბარათზე, აქვს თითის ანაბეჭდების სკანერი და სტერეო-დინამიკები Dolby Atmos-ის მოცულობითი ხმის ტექნოლოგიის მხარდაჭერით.
ძირითადი ფოტოკამერა 16-მეგაპიქსელიანი, ხოლო ფრონტალური - 8-მეგაპიქსელიანი იქნება. ბატარეა, რომლის მოცულობა 3000 მილიამპერი საათში იქნება, ლაპარაკის რეჟიმში 18 საათი ძლებს, მუსიკის მოსმენის რეჟიმში - 22 საათი, ხოლო ლოდინის რეჟიმში - 32 დღე.
ტელეფონის გაყიდვა ჩინეთში 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. Nokia 6-ს ფასი 245 აშშ დოლარი იქნება.