მოწმის ინფორმაციით, მაია და გურამ რჩეულიშვილებმა „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობისთვის განკუთვნილი დაახლოებით 17 მილიონი ლარი სალაროდან გაიტანეს. როგორ "ცენტრ პოინტ აჭარას“ მთავარმა ბუღალტერმა დინა სიდამონიძემ აღნიშნა, ბათუმში, „თეთრი მაგნოლიასთვის“ განკუთვნილი თანხები სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მიწის ნაკვეთების შეძენას მოხმარდა.
"დაახლოებით 17 მილიონი გაიტანეს. ამ თანხიდან გურამ რჩეულიშვილმა ნაკლები თანხა გაიტანა, დანარჩენი თანხა კი მაია რჩეულიშვილმა გაიტანა. ამ თანხებით ხდებოდა შეძენა სხვადასხვა ადგილებზე მიწების და ასევე ხმარდებოდა სხვადასხვა ობიექტებს, მათ შორის რესტორნის მშენებლობას", - განაცხადა დინა სიდამონიძემ.
“ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.