12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7395 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 13 იანვრისთვის 2.9091 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.71 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 13 იანვრისთვის 0.7152 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 13 იანვრისთვის 3.3577 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3225 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.52 თეთრი შეადგინა.