სესხი დღეს ოჯახების უმეტესობას აქვს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათ შემოსავალსა და კაპიტალს. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, საკრედიტო მომსახურებით საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალანაზღაურებადი პირებიც სარგებლობენ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან.
1. ელენე ხოშტარია
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის" ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 4 635 ლარია. მისი მიმდინარე სახელფასო ანგარიში 1 000 ლარს, ხოლო, მიმდინარე ანგარიში 100 ლარს შეადგენს. ხოშტარიას იპოთეკური სესხი 126 000$-ის ოდენობით "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული.2. სოზარ სუბარი
- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. მის მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე 557 ლარია, ხოლო სესხი "ბანკი ქართუდან" აქვს აღებული 140 000$-ის ოდენობით.3. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 505 ლარია. მის მიმდინარე ანგარიშზე 5 000 ლარია, ხოლო სესხი - 135 000$, რომელიც "საქართველოს ბანკისგან"აქვს აღებული.
4. ადა მარშანია - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური ხელფასი 3 790 ლარია, ხოლო სესხი - 18 800$, რომელიც "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული;
5. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის მიმდინარე სახელფასო ანგარიში "საქართველოს ბანკში" 2799 ლარია, ხოლო მიმდინარე ანგარიში "კრედი ლიონეში" 1519 ევრო. სტრასბურგში ბინის შესაძენად აღებული აქვს სესხი - 248 500 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, აქვს 15 610 ლარისა და 10 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხები "საქართველოს ბანკში".
6. ოთარ კახიძე
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარია, მიმდინარე სახელფასო ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 158,64 ლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხი 11 000$ და 140 000$-ის ოდენობით, ასევე "თი-ბი-სი" ბანკში.7. გიორგი გახარია
- ეკონომიკის მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში "რაფფაიზენ ბანკში" 102 900 აშშ დოლარია, ხოლო "საქართველოს ბანკში" 600 ლარი. მისი საკრედიტო ხელშეკრულება ავტოგანვადებისთვის -11 370$-ია, ხოლო სადაზღვეო სესხის ხელშეკრულება "ბანკ რესპუბლიკაში" 2 102,41$-ს უტოლდება. იხილეთ გაგრძელება