16-20 იანვარს დავოსი „კასპიის კვირეულს“(Caspian Week) უმასპინძლებს. ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია შვეიცარული კომპანია ინტეგრალ პეტროლიუმი (Integral petroleum) და მისი ქართველი პარტნიორი ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანია სმარტ კაპიტალი (Smart Capital).
ფორუმის მიზანია, კასპია-შავი ზღვების აუზებისა და აბრეშუმის გზის რესურსების მაქსიმალური ამოქმედებისათვის ხელშეწყობა და რეგიონში ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. ფორუმს დაესწრებიან ბიზნესის, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკების, გადამზიდავი, ლოჯისტიკის, სატრანსპორტო, საწარმოო და საინვესტიციო კომპანიების და აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ფორუმზე ასევე მოისმენენ ექსპერტების ხედვებს რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების სტრატეგიებზე ტრანსპორტის, ინვესტიციების მოზიდვის, ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და ენერგეტიკის საკითხებზე.
სმარტ კაპიტალის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის აზრით, ფორუმი კარგი პლატფორმაა, რათა საქმიანი სამყარო გაეცნოს რეგიონის რესურსებს და შექმნას ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობები. „კონკრეტულად საქართველოს ინტერესებშია მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი და გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც აბრეშუმის გზის მთავარი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის როლი. ბოლო წლებში ჩვენმა კომპანიამ მილიონობით ნავთობპროდუქტი გაატარა საქართველოს რკინიგზითა და პორტებით. იმედი გვაქვს, ფორუმის შემდეგ, ტვირთების რაოდენობას გავზრდით და ქართულ ეკონომიკას დამატებით შემოსავალს და ახალ სამუშაო ადგილებს შევუქმნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენას“,-განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა. (R)