საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების ინიციატივა პოზიტიურია, მაგრამ გარკვეული რისკები ახლავს. ასე უპასუხა მელიქიძემ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული სესხების გალარება იგეგმება.
”სესხების გალარების ინიციატივა პოზიტიურია, მაგრამ არის რისკებიც. მაგალითისთვის, თუკი ადამიანს აქვს აღებული იპოთეკური სესხი და ამ სესხიდან დარჩენილი აქვს ძირი თანხა, მაგალითად 40 000 დოლარი, მაშინ როცა მთავრობის ინიციატივა დაანონსდა, დოლარის კურსი 2.52 ლარს შეადგენდა და 20 პუნქტის გამოკლებით 2.32 ლარი უწევდა, ამის გათვალისწინებით ადამიანი, რომელიც სესხს გაალარებდა, მაშინ მას 80 000 ლარის გადახადა მოუწევდა. ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ კურსი მაღლა და მაღლა იწევს, ადამიანი, რომელსაც 40 000 დოლარი აქვს გადასახდელი, პროგრამაში ვერ ხვდება, ვინაიდან მისი გალარებული სესხი 100 ათას ლარს აცდება. სწორედ ეს არის პრობლემა”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
სესხის გალარების პროცესი 17 იანვრიდან დაიწყება.