ბიძინა ივანიშვილის გუნდმა კიდევ ერთი, საქართველოს ინტერესებისადმი მტრული გადაწყვეტილება მიიღო , - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს მიღებულ გადაწყვეტილებას.
”ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას რაღაც არგუმენტების მსგავსი შესთავაზოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრი კალაძე პარლამენტში მობრძანდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს რა არგუმენტები აქვს მას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პირადად მე, აზრიანს არაფერს ველოდები, მაგრამ მათი ვალია, რომ ეს გააკეთონ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტლება შეიცვალოს, თუკი ამის შესაძლებობა არსებობს ”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.