2017 წლის შემოდგომიდან ჭიათურის 15 000-მდე მოსახლე და ქალაქის სტუმარი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების საბაგირო ტრანსპორტით ისარგებლებს. პროექტი საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 40 მილიონი ლარია.
ჭიათურაში არსებული საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აშენდება 4 რევერსიული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა:
1. სანატორიუმი (862 მ) დასრულდება 2017 წლის II კვარტალში.
2. ნაგუთი (1081 მ) დასრულდება 2017 წლის II კვარტალში.
3. ლეჟუბანი (845 მ) დასრულდება 2017 წლის II კვარტალში.
4. მუხაძე (640 მეტრი) დაიწყება თებერვალში და დასრულდება 2017 წლის სექტემბრამდე.
3 საბაგირო სადგურის (ლეჟუბანი, ნაგუთი, სანატორიუმი) მშენებლობას კომპანია "დაგი" აწარმოებს. მე-4 საბაგიროზე (მუხაძე) ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.
რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდებას კომპანია Pomagalski უზრუნველყოფს.
წყარო ALLNEWS.GE