კახეთი ღვინის იმ რეგიონებს შორის დასახელდა, რომლის მონახულებასაც „ფორბსი“ მკითხველს ურჩევს

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ღვინის 12 რეგიონს ასახელებს, რომლის მონახულებასაც მკითხველს 2017 წელს ურჩევს.

რეიტინგის ავტორი ლორენ მოური 12 რეგიონს 12 თვედ ყოფს და თითოეული მათგანის მონახულებას კონკრეტულ თვეში ურჩევს ღვინის მოყვარულებს.

როგორც ავტორი წერს, კახეთს აუცილებლად უნდა ესტუმრო მაისში.

„საქართველოს სახელი, როგორც ღვინის ადგილმდებარეობის, ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელდა. თუმცა, ჯერაც ბევრი ადამიანი არ სტუმრობს ამ ქვეყანას. აქაურ სოფლებს შენარჩუნებული აქვთ ავთენტური მიმზიდველობა, ღვინის უნიკალურმა ტრადიციებმა კი ყველაფერს გაუძლო. კახეთი ცნობილია მიწისქვეშ დამარხულ ჭურჭელში - ქვევრში ღვინის დაყენებით“, - წერს ავტორი.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ იტალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, ესპანეთის, შვეიცარიის, კანადის, სამხრეთ ორეგონის, საფრანგეთის, იტალიის, კალიფორნიისა და სამხრეთ აფრიკის რეგიონები.