ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს და ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს , - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ლარიზაციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არის ეკონომიკური კრიზისი, საქართველო კვლავ განაგრძობს მყარ პოზიტიურ განვითარებას.
”საქართველომ შეძლო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ყველა ჩვენი მყარი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კრიზისშია, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც არის მყარი პოზიტიური განვითარება ეკონომიკის. ეს არ არის ისეთი ტემპები, როგორიც გვინდოდა, მაგრამ შეუძლებელია ამოვარდნილი ვიყოთ იმ გარემოდან, რომელშიც ვართ. ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი იმაზე, რომ ლარი გამყარდეს და ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.