2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
აქედან, ექსპორტი 2114 მლნ აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9871 მლნ აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7757 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.
”აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მლნ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება.