2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16.7%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, 2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 315.4 მლნ ლარი შეადგინა.
”2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 315.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.7%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (48.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.6 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.