აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ 35%-იან სასაზღვრო გადასახადს დააწესებს იმ ავტომობილებზე, რომლებსაც გერმანული კონცერნი BMW მექსიკიდან შემოიყვანს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გერმანულ გამოცემასთან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, გერმანულმა კონცერნმა ქარხანა აშშ-ში უნდა გახსნას, ვინაიდან „ეს გაცილებით უკეთესი“ იქნება კომპანიისთვის.
გერმანული ავტოკონცერნი მექსიკაში ქარხნის აშენებასა და აშშ-ის ბაზარზე მათ ექსპორტირებას გეგმავს.
BMW-ს პრესმდივანის თქმით, 2019 წლიდან BMW Group-ის ქარხანა სან ლუის პოტოსში მესამე სერიის მანქანებს გამოუშვებს.