სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, 11-15 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო” მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 154.33 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,447.53 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10,447.53 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.