აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა. დავით მაკარაძე დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიმართულებას ხელმღვანელობდა. დავით მაკარაძეს სამშენებლო სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ის 2004 წლიდან მუშაობს. 1997-98 წლებში აჭარის ა.რ ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მთავარ სპეციალისტად და უფროსად მუშაობდა.
1998-2004 წლებში აჭარის ა.რ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განყოფილების-აჭარის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად მუშაობდა. 2004-2005 წლებში აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურთა კოორდინაციის სამმართველოს - აჭარის არქმშენინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
2006-2007 წლებში ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის კოორდინაციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007 წელს აჭარის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
დავით მაკარაძეს ინჟინერ-ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი მოსკოვის მართვის აკადემიაში მიენიჭა.