Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დასახელდა

ამერიკული კომპანია Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ზედიზედ მე-11-ედ დასახელდა.

ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილი რეიტინგის თანახმად, ყველაზე ინოვაციური კომპანიების სამეულში მოხვდნენ Google და Tesla.

რეიტინგის პირველ ათეულში რვა ამერიკული კომპანიაა, მათ შორის „მაიკროსოფტი“,

„ამაზონი“, „ნეტფლიქსი“, „ფეისბუქი“ და IBM. ათეულში მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა - მეშვიდე პოზიცია ერგო სამხრეთკორეულ „სამსუნგს“, მერვე კი იაპონურ „ტიოტას“.

საერთო ჯამში ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს შორის 70% ამერიკულ კომპანიებზე მოდის, 50 საუკეთესოში 6 აზიური და 10 ევროპული ბრენდია.

კოკა კვირკველია