რაის ეკონომიკური სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტი.
ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის მაგივრად მიმოქცევაში დოლარი უნდა იყოს, რაც მისი მოსაზრებით, ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით, უფრო მიმზიდველს გახდის.
”მიდის გლობალიზაცია, შემოდის ელექტრონული ბანკნოტები და საერთოდ ფული აღარ არის ეროვნული სიამაყე. რაის ეკონომიკური სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციებით, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნები, როგორც ქვეყანა”, - განაცხადა გიგი უგულავამ.