იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
იახტა, სახელწოდებით Lexus Sport Yacht აღჭურვილია Lexus-ის V8 ტიპის ორი ძრავით, რომლის ჯამური სიმძლავრე გახლავთ 885 ცხენის ძალა. V8 ტიპის ძრავი კომპანიის ისეთ სპორტულ ავტომობილებშია, როგორებიცაა RC F и GS F. იახტა 8 ადამიანისთვის არის გათვლილი, მისი სიჩქარე გახლავთ 43 კვანძი, სიგრძე კი 12,8 მეტრი. იახტაზე არ არის საძინებელი, მაგრამ არის საშხაპე და სამზარეულო.
წარმოდგენილი მოდელი გასაყიდად არ არის განკუთვნილი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის პრიუ ხაიმანის განცხადებით, ბრენდის გაფართოებას ფიქრობენ.
კოკა კვირკველია