ბრიტანული დიპლომის მიღება საქართველოშიც შესაძლებელი გახდა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სივრცეები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივი საუნივერსიტეტო პროექტის განხორციელებას იწყებენ. საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ განათლება ფინანსების მიმართულებით და ერთი პროგრამის ფარგლებში მოიპოვონ ორი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის ბრიტანული დიპლომი.

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს საქართველოსთვის სრულიად ახალ პროგრამას ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსებში. ამ

bpnმიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ქვეყნიდან გაუსვლელად, გაიარონ მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერიტეტის კურსი და მიიღონ საერთაშორისო აღიარებული ბრიტანული დიპლომი. ეს კი შემდგომში მათი წარმატებით დასაქმების გარანტი იქნება,” - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა. 

ქართული და ბრიტანული უნივერსიტეტების თანამშომლობა მეტად მნიშვნელოვანია ქართული საგანმანათლებლო სფეროსთვის. განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით კი, საერთაშორისო განათლების საქართველოში ხელმისაწვდომობა მათი პრიორიტეტია. სამინისტრო აღნიშნული თანამშრომლობის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული.bpn

”ჩვენ მივესალმებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის თანამშრომლობას. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო დიპლომს გასცემს. გვინდა, რომ მსოფლიო კლასის განათლება ქართველებმაც და უცხოელებმაც საქართველოში მიიღონ და ეს არის სწორედ ასეთი პროგრამა,” - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თანამშრომლობას დადებითად აფასებს ბრიტანული მხარეც. პროგრამის პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო.

”დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მრავალფეროვანი ურთიერთობები აქვთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირები არსებობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის თანამშრომლობა კი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია ორივე ქვეყნისთვის,” - თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ACCA სტანდარტების შესაბამისად და კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს, გახდეს სერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კადრი დასაქმების მსოფლიო ბაზარზე. სასწავლო პროცესში ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აუდიტორული კომპანიის ბეიკერ ტილის სპეციალისტები. პროგრამის კურსის საფასური 6 950 ლარია.

ეწვიეთ BTU-ს ვებ გვერდს: http://www.btu.ge/

bpn