18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6624 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.81 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 19 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 19 იანვრისთვის 2.8440 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8335 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 19 იანვრისთვის 0.7027 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7022 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 19 იანვრისთვის 3.2758 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 4.87 თეთრი შეადგინა.