თეირანში სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების დროს, მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 30-მდე მეხანძრე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდეს. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, რომლებიც ძაღლების მეშვეობით ცდილობენ გადარჩენილების პოვნას.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილას ქალაქის მერი ბაღერ ღალიბაფი იმყოფება.
სავაჭრო ცენტრ „პლასკოს“ ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა. ხანძარი შენობის მეცხრე სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით, გაჩენილი ხანძრის გამო შენობა ჩამოინგრა.