საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.
მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”იალონს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, შპს „იალონს“ გადაეცა, სანაცვლოდ "იალონი" სახელმწიფოს სამ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით გადასცემს. კომპანია ასევე ვალდებულია ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარი გადაიხადოს.
შპს "იალონი" ვალდებულია გადაცემული ქონების ადგილას არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო შექმნას და არანაკლებ 8 000 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს.
შპს "იალონის" 50%-ის მფლობელი სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგია", 50%-ს კი "მეიდან ჯგუფი" ფლობს.