საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.
„გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რადგან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად პოლიტიკურ დებატებს ვითხოვთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.