ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო.

პირველ ეტაპზე გადამზადდება სამინისტროს დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებული 50 ბენეფიციარი. გადამზადების პროცესი უფასოა.

bpnსამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით სამუშაოს მაძიებლების გადამზადება.

”დღეს ვიწყებთ გადამზადებას საერთაშორისო დასაქმების ვებპორტალებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ეს საქართველოში სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის და მათ სტაბილურ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ტრეინინგები არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა,” - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე ელზა ჯგერენაიამ.

ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიო ინტერნეტიზაციის პირობებში დასაქმების

საერთაშორისო ბაზარზე დისტანციური

bpn

დასაქმების მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დასაქმების პორტალს აერთიანებს და სადაც ყოველდღიურად 10 მილიონ სამუშაო ადგილზე ფიქსირდება მოთხოვნა.

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტმა ერთი თვის წინ დაიწყო პროექტი, რომელიც

გულისხმობს დისტანციურად საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმებას. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადებულია ათობით ადამიანი და მათი ნაწილი დასაქმებულია. ამიტომაც გადავწყვიტეთ პროექტის გაფართოება. ათობით დასახელების სფეროს წარმომადგენლების გადამზადება ხდება ჩვენთან,” - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ტრეინინგის მონაწილე ბენეფიციარები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები

bpn

არიან. მათ შორისაა აღმოსავლეთმცოდნე მარი მახვილაძე.

”პროფესიით ებრაისტი ვარ და კარგად ვფლობ ინგლისურ ენასაც. ვიმედოვნებ, რომ ტრეინინგის შემდეგ ჩემი შესაძლებლობები და კვალიფიკაცია ამაღლდება და დასაქმებას დისტანციურად საერთაშორისო ბაზარზეც შევძლებ,” - განმარტავს ბენეფიციარი მარი მახვილაძე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამომავლოდაც აპირებენ ახალი ბენეფიციარების გადამზადებას. მსურველებს დასაქმების ბაზაში შეუძლიათ რეგისტრაცია.