20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.39 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 21 იანვრისთვის 2.8457 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 21 იანვრისთვის 0.6997 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 21 იანვრისთვის 3.2894 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2758 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.36 თეთრი შეადგინა.