მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმოსური კომპანია მფრინავი მანქანის პროტოტიპის შემოწმებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გადატვირთული გზების განსამუხტად.
მფრინავი მანქანის მცირე პროტოტიპის გამოცდის შესახებ ინფორმაცია Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ ენდერსმა, გერმანიაში ტექნოლოგიურ კონფერენციაზე დაადასტურა.
გასულ წელს Airbus-მა Urban Air Mobility-ის სამმართველო შექმნა, რომელსაც უნდა გაეანალიზებინა ისეთი იდეები, როგორიც საჰაერო ტრანსპორტის ან შვეულმფრენის ტიპის ტრანსპორტის არსებობაა, რომელსაც რამდენიმე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
კომპანია ახალი საჰაერო ტრანსპორტის ვერტიკალურ აფრენისა და დაშვების ტექნოლოგიაზე მუშაობს, რაც გადატვირთულ უბნებში მგზავრების აყვანის საშუალებას მისცემს. ინჟინრები ვარაუდობენ, რომ მფრინავი მანქანები წარმოებაში 2021 წლიდან ჩაეშვება. იხილეთ გაგრძელება