ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
ამის შესახებ სოროსმა „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„გაურკვევლობა პიკს აღწევს. გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის კი გაურკვევლობა მთავარი მტერია. არა მგონია, რომ ბაზრები პოზიტიურ დინამიკას აჩვენებენ. ახლა ყველა ზეიმობს, მაგრამ რეალობა რომ დადგება, ყველაფერს გადაწონის“, - აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.
ამერიკელმა ინვესტორმა ქვეყნის პრეზიდენტს „თაღლითი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი აუცილებლად განიცდის მარცხს, ვინაიდან მის იდეებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.