ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მათი ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის (კმ138-კმ158) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.