ქართული ღვინო მსოფლიო ბაზრებზე რომ ნაკლებადაა წარმოდგენილი, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. ექსპერტების აზრით, სარეკლამო კამპანია სათანადო ფორმით არ მიმდინარეობს, რათა ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი კამპანიის განხორციელება, რათა გაიზარდოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. იმისთვის, რომ კამპანია შედეგის მომტანი იყოს, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, მაგალითად, ჩინური ბაზარი, მისი ყველა მნიშვნელოვანი ასპექტით, მოხდეს მისი ანალიზი, შემდეგ შეიქმნას ამ ბაზარზე შესვლისთვის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი, აგრეთვე, გაიმიჯნოს ის საკითხები, რა შეიძლება გააკეთონ ცალ-ცალკე სახელმწიფომ და კერძო სექტორმა და როდის შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა.
ცალკეული კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია დიდ ბაზრებზე და, მით უმეტეს, კონკურენტულ გარემოში ბიზნესის განვითარება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი იქნება. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე შესვლისთვის, არაკვალიფიცირებული კადრების გამო, არათანმიმდევრული პოლიტიკა მიმდინარეობს სახელმწიფოს, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან. იხილეთ გაგრძელება