ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6868 ლარი გახდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6868 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6763 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.05 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 24 იანვრისთვის 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.94 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 24 იანვრისთვის 0.7127 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6997 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 24 იანვრისთვის 3.3496 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2894 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 6.02 თეთრი შეადგინა.