კომპანია Ascende2-ის კვლევის თანახმად, 2017 წლის ყველაზე ეფექტური ციფრული არხი ბრენდების ვებგვერდებია.
გამოკითხვაში მონაწილე მარკეტოლოგთა 52%-ის განცხადებით, მიმდინარე წელს ისინი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ არხად ასევე გამოიყენებენ email-ს, 49%-ის თქმით, უპირატესობას სოციალურ მედიას მიანიჭებენ, 31% კი ორგანულ ძიებას.
გამოკითხული მარკეტოლოგების 51%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მარკეტინგული არხების ეფექტურობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, 37%-ით თქმით კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კვლევა 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიების 265 მარკეტოლოგი გამოიკითხა.