საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (საერთო წონა 885,7 გრამი) აღმოაჩინეს. ”შემოსავლების სამსახურის” ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 30,982 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.