მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 48,2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.