იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა. კვლევის ავტორთა განცხადებით, ფასების მატების მიზეზია როგორც ლარის გაუფასურება, ასევე საახალწლო პერიოდი. ყველაზე მეტად - 35%-ით გაიზარდა ღორის ხორცის ფასი, ამდენივეთი გაძვირდა სტაფილო, 34%-ით პომიდორი. აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიზარდა ხილის ფასებიც.
აისეტის მონაცემებით, წინა წლის იანვართან შედარებით პროდუქციის ფასები 6%-ით შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე საკვებზე შემცირებულ ფასებს უკავშირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი თურქული ლირას გაუფასურებაა.