მთავრობა დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების დაფინანსებისთვის საჭირო თანხას გამოყოფს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გაზიფიცირების სამუშაოებს აქტიურად ატარებს.
„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად აკეთებდა ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირებას. უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა საქართველოში. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების დაფინანსებაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.