”ნინოწმინდასა” და ”სადახლოზე” დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მიერ 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 22 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა.

ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.