დეკემბრის შემდეგ პირველად, დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში 7-კვირიან მინიმუმამდე დაეცა.
მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში დოლარი 0,20%-ით 100,43 პუნქტამდე დაეცა.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირგვლივ არსებული მღელვარებაა, რომელიც უკავშირდება ეჭვს, რომ ტრამპი პროტექციონიზმზე უფრო კონცენტრირდება, ვიდრე მზარდი ეკონომიკის პოლიტიკაზე.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ევროს კურსი დოლართან 1,0703-დან 1,0737 დოლარამდე გაიზარდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2016 წლის 8 დეკემბრის შემდეგ. დოლარი ასევე დაეცა იენთან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულება 114,59 იენიდან 113,09 იენამდე დაეცა.
cnbc-ის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ე.წ. „ტრამპლაციურმა ვაჭრობამ“ დოლარის მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან 3,5%-ით ვარდნა გამოიწვია.