"ბლუმბერგის" რისკების რუკაზე საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ გლობალური რისკების რუკას აქვეყნებს. გამოცემა მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს.

რუკაზე „ბლუმბერგი“ გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს - რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.

საქართველო „ბლუმბერგის რისკების რუკაზე“ მაღალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა 11,6 ქულით.

რუკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 4,4%-ით.

მაღალი რისკების ქვეყნებს შორის ასევე მოხვდა პაკისტანი, დომინიკას რესპუბლიკა, შრი ლანკა, ეგვიპტე, მონღოლეთი, კენია, განა, პარაგვაი, ტუნისი, ეკვადორი, ელ სალვადორი, ნიგერია, ჰონდურასი, ტანზანია და ვენესუელა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - რუსეთი საშუალო რისკების ქვეყნებს შორის მოხვდა, უკრაინა და თურქეთი კი შედარებით მაღალი რისკების ქვეყნებს შორის.

ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი და გერმანია.

bpn