საპარტნიორო ფონდი ბიზნესს მზა საინვესტიციო პროექტებს შესთავაზებს

მიმდინარე წელს საპარტნიორო ფონდი ბიზნესს მზა საინვესტიციო პროექტებს შესთავაზებს. როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისი განმარტებით, განისაზღვრება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რის შემდეგაც ბიზნესს არჩევანის გაკეთების და სასურველ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.

”საპარტნიორო ფონდი ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. თუ ფონდი აქამდე იხილავდა იმ პროექტებს, რომლებიც შემოდიოდა ბიზნესიდან, წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ბიზნესპროექტები. განისაზღვრება კონკრეტული რეგიონები, სადაც ფონდი განახორციელებს ინვესტირებას”, - აღნიშნა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნებობა, სამშენებლო სექტორი, ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და გადამამუშავებელი მრეწველობა იქნება.

ქრისტინე გამთენაძე