25 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6922 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 26 იანვრისთვის 2.8941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8867 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.74 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფაასურდა თურქული ლირა, რომელიც 26 იანვრისთვის 0.7059 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 26 იანვრისთვის 3.3846 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3501 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.45 თეთრი შეადგინა.