საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, სებ-ის პრეზიდენტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
კობა გვენეტაძემ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.