ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე კმ110-კმ146 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.