მოდის სამყაროს მსგავსად, სადაც ახალი ტრენდები სეზონურად ყალიბდება, ტექნოლოგიის ბაზარსაც თავისი წესები აქვს - აქ მოდური ტენდენცია ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენისთანავე იცვლება.
ტექნოლოგიური მოდის მთავარი ფუძემდებლები კი ისეთი გიგანტი კომპანიები არიან, როგორებიც Apple და Samsung-ია.
ანალიტიკური კომპანია Counterpoint Market Technology-ს კვლევის თანახმად, 2016 წლის ყველაზე მოდური და პოპულარული სმარტფონი Apple-ის iPhone 7 დასახელდა. გასული წლის მეორე ნახევარში გამოსული iPhone 7 გახდა გაყიდვების ლიდერიც და წლის ბესტსელერიც.
market share-ის მონაცემებით, წინასაახალწლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი იყო iPhone 7, iPhone 7 Plus და iPhone 6, რომელთა გაყიდვებმა აშშ-ში გაყიდული სმარტფონების 31.3 პროცენტი შეადგინა.
სმარტფონების მსოფლიო მოდის ტენდენციებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიჰყვება. Apple-ის პროდუქტების აშშ-ის ბაზარზე გამოჩენისთანავე, ისინი ქართულ ბაზარზეც ჩნდება და მომხმარებელთა შორის მოთხოვნით სარგებლობს.
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, განსხვავდება თუ არა ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნები და რომელი სმარტფონები სარგებლობს პოპულარობით ადგილობრივ მომხმარებელს შორის.
კომპანია iTechnic ერთ-ერთი პირველია, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ოპერატიულად აწვდის Apple-ის ყველა ახალ პროდუქციას. სწორედ ამიტომ ამ კითხვებით iTechnic-ს მივმართეთ.
როგორც კომპანიაში გვითხრეს, გაყიდვების თვალსაზრისით, აშშ-ის მსგავსად, საქართველოშიც iPhone სმატფონების ლიდერია. ბრენდის ბოლო ორი ფლაგმანი iPhone 7 და iPhone 7 Plus ცალსახად უკონკურენტო არიან.
„აიტექნიკის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ბოლო ორი სმარტფონი ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა, გაყიდვებით მაინც გადაუსწრო წინამორბედს, განსაკუთრებით კი პიკმა iPhone 7 და iPhone 7 Plus-ის მოთხოვნაზე წინასაახალწლო პერიოდში მიაღწია.
საქართველოში გაყიდვებით ასევე ლიდერებს შორის იყო iPhone SE, რომელიც კლასიკური, iPhone 5/5S-ის ზომისაა.
სპეციფიკაციით და კამერით, iPhone SE ზუსტად იმეორებს iPhone 6S-ის მონაცემებს. ერთადერთი, რაც iPhone SE-ს არ აქვს, ეს არის ე.წ. 3D Touch ტექნოლოგია, რომელიც ეკრანზე ძლიერად დაწოლას აფიქსირებს.
iPhone 7 და iPhone 7 Plus Apple-მა ოფიციალურად გასული წლის სექტემბრის დასაწყისში წარადგინა. ორივე მოდელს დახვეწილი დიზაინი, წყალ და მტვერგაუმტარი კორპუსი აქვს. iPhone 7-ის Retina HD ეკრანი ძველ მოდელებზე 25%-ით უფრო ნათელია. იგი აღჭურვილია სტერეო აუდიო სისტემით, სრულიად შეცვლილი მენიუს მთავარი ღილაკით, iPhone-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ელემენტით, ახალი თაობის პროცესორით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებითა და მაღალი ხარისხის iSight კამერით. რაც შეეხება iPhone 7 Plus-ს, უკეთესი ფოკუსისთვის, მას 2 კამერა აქვს. iPhone 7-ის ოპერაციული სისტემა iOS 10-ია.
iPhone 7-ს დამატებული აქვს ორნაირი შავი ფერი: Black და Jet Black. iPhone 7-ის მინიმალური შიდა მეხსიერება 32GB-ია, საშუალო – 128GB, ხოლო მაქსიმალური – 256GB. (R)
მარი ჯავახიშვილი