ნორვეგიული კომპანია Clean Energy საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ნორვეგიული მედიის Norwaytoday-ს ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია, რაც დაახლოებით 960 მილიონი დოლარის ტოლია.
გამოცემის ინფორმაციით, ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია პროექტის განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია Enka-სთან ერთად აპირებს.
ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ხოლო მისი დადგმული სიმძლავრე 436 მეგავატი იქნება.
„ეს იქნება ყველაზე დიდი ნორვეგიული პროექტი და ჰიდროელექტრო სადგური, რომელსაც ნორვეგიული კომპანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ განახორციელებს“, - აღნიშნა Clean Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდცეგმა.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის “ ცნობით CLEAN ENERGY GROUP GEORGIA ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე განახორციელებს.
A Norwegian energy company is investing eight billion in Georgia